სანდენსის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალზე გამარჯვებულები დაასახელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ”გაზეტა.რუ” ავრცელებს.
ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, იუტას შტატში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმად დრეიკ დორემესის ”როგორც გიჟი” დასახელდა.
კინონამუშევარი ამერიკელი ქალისა და ინგლისელის მამაკაცის სიყვარულზეა, რომლებიც საკუთარი გრძნობის გამოსაცდელად განშორებას გადაწყვეტენ. 27 წლის რეჟისორის ფილმი ფესტივალის რჩეულებს შორის უკვე მეორედ დასახელდა. ის ამტკიცებს, რომ ფილმებს 16 წლის ასაკიდან იღებს.
დოკუმენტურ ჟანრში პირველი ადგილი პიტერ რიჩარდსონის ნამუშევარმა ”როგორ მოკვდე ორეგონში” მოიპოვა. ფილმმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მასში ქალის თვითმკვლელობაა ასახული. ხნიერმა ქალბატონმა სიცოცხლე დასაძინებელი აბების დიდი დოზის მიღებით მოისწრაფა.