აშშ-სა და იტალიაში „გამბინოს კლანის“ წევრობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს

აშშ-სა და იტალიაში „გამბინოს კლანის“ წევრობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს

აშშ-სა და იტალიაში „გამბინოს“ კრიმინალური კლანის წევრობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ BBC აშშ-ის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ თანხების გამოძალვა, რეკეტი, მოწმეების დევნა, შეთქმულება და თაღლითობა. 10 ადამიანი ნიუ-იორკში, 6 კი სიცილიაზე, პალერმოში დააკავეს. აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, კიდევ ერთ ადამიანზე ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულებს შორისაა „გამბინოს კლანის“ ე.წ. კაპიტანი ჯოზეფ „ჯო ბრუკლინ“ ლანი. BBC-ის ცნობით, „გამბინოს კლანი“ ნიუ-იორკის ხუთ ყველაზე გავლენიან მაფიოზურ ორგანიზაციას შორისაა.

დაკავებულებს 20-დან 180 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.