ბელგიის ვიცე-პრემიერი პეტრა დე სუტერი ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ ბელგიური მედია იტყობინება.
„დადგა დრო, ისრაელს სანქციები დავუწესოთ. ბომბების წვიმა არაადამიანურია. ნათელია, რომ ისრაელი არ ითვალისწინებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ მოწოდებებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე“, - აცხადებს პეტრა დე სუტერი.
მისივე თქმით, პირველ რიგში ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა გააუქმოს და პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქონლის იმპორტი აკრძალოს.
„ასევე უნდა ჩატარდეს გამოძიება საავადმყოფოებისა და ლტოლვილთა ბანაკების დაბომბვის ფაქტებზე. ასეთი ძალადობა მისაღები ვერ იქნება“, - აღნიშნა ბელგიის ვიცე-პრემიერმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უნდა გატარდეს ზომები, რათა „ჰამასის“ მიერ დაფინანსების მიღება შეჩერდეს.
„ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია. ტერორისთვის ფულაი საჭირო, ამიტომ უნდა დავუწესოთ სანქციები კომპანიებსა და ადამიანებს, რომლებიც „ჰამასს“ აფინანსებენ“, - განაცხადა პეტრა დე სუტერმა.