შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჩინეთის ოთხი მოქალაქე დააკავა

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ჩინეთის ოთხი მოქალაქე დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად,პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ჩინური მასაჟის 4 სალონის დროებითი მფლობელები, ჩინეთის მოქალაქეები: 1960 წელს დაბადებული გუიმინ ვ., 1985 წელს დაბადებული ვეიიი წ., 1982 წელს დაბადებული ჩენ ვ. და 1963 წელს დაბადებული იან ს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ პირებს ჩინური მასაჟის სალონი დაქირავებული ჰქონდათ და გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა ოთხივე სალონში მომუშავე 40 ჩინელი ქალბატონი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).