აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია, ვიდრე „ჰამასს“ მძევლები ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.
„ისინი, ვინც დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, ვალდებულები არიან განმარტონ, როგორ გადაიჭრას ის შედეგი, რომელსაც ეს მოიტანს - ესაა „ჰამასის“ დატოვება 200-ზე მეტ მძევალთან, მაშინ როცა მას აქვს შესაძლებლობა და გამოხატული სურვილი, გაიმეოროს ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. ერთადერთი გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს კრიზისი აღარ განმეორდეს, უკავშირდება ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფუძვლის შექმნას“, - განაცხადა ბლინკენმა.