შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის აჭარისსამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარი ჩ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს, რომლის წონა ექსპერტიზის დასკვნით – 146,82 გრამია.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).