დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობის ბოლო პერიოდს გადის

დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობის ბოლო პერიოდს გადის

„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი არსებობის ბოლო პერიოდს გადის,- ამის შესახებ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ეს ის მკაფიო და თვალსაჩინო შემთხვევაა, როდესაც სერიოზულობიდან სასაცილოობამდე მართლაც ერთი ნაბიჯია. საზოგადოებას ალბათ, მეტი ახსნა სჭირდება რას გულისხმობს, პატივცემული ხაბეიშვილი, როდესაც პარტიის წევრებს მორალურად რიცხავს პარტიიდან და როგორ არჩევს, მორალურად ვინ გარიცხოს და ვინ დატოვოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობის ბოლო პერიოდს გადის“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ნაცმოძრაობაში“ შიდა პარტიული დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის - პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიას და მის ფლანგს ემუქრება. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მელია პარტიიდან გარიცხულია და ის „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ წარმოადგენს, თუმცა ოპოზიციურ პარტიაში მოგვიანებით განმარტეს , რომ ეს განცხადება მედიას პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაეგო.