ცნობილი ლამაზმანების სილამაზის საიდუმლო

ცნობილი ლამაზმანების სილამაზის საიდუმლო

ცნობილი კინოვარსკვლავები საკუთარი სილამაზით ყოველთვის ბრწყინავენ, როგორ ახერხებენ ისინი ამას?

იტალიელი მსახიობი, 79 წლის უბერებელი სოფი ლორენი სილამაზის შესანარჩუნებლად შემდეგ სამ წესს იყენებს:

1. დღეში უნდა დალიოთ არანაკლებ შვიდი ჭიქა წყლისა, რომ შეინარჩუნოთ კანის სიმკვრივე.

2. ყოველდღიურად პირი უნდა დაიბანოთ კონტრასტული წყლით (ცივით და შემდეგ ცხელი წყლით) – ეს ბრწყინვალედ ატენიანებს კანს.

3. აბაზანის მიღებისას წყალს პიტნის ფოთლები დაუმატეთ, რაც კანს სიგლუვეს და ელასტიურობას აძლიერებს.

ფრანგ კინოლეგენდას, 69 წლის კატრინ დენევს ფორმის შენარჩუნებაში ვიტამინები და მიკროელემენტები ეხმარება, რომლებსაც მსახიობი იღებს რეგულარულად. მაგრამ ყველაზე მთავარი საჩუქარი კატრინის გარეგნობაში, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო სიგარეტის გადაგდება.   

46 წლის ნიკოლ კიდმანისთვის დასმულ კითხვაზე, რაში მდგომარეობს მისი უჭკნობი სილამაზის საიდუმლო, ავსტრალიელმა ლამაზმანმა უპასუხა: "ჩემი ცხოვრების წესი. მძინავს ათი საათი ყოველდღე, შოკოლადი და სტრესი". ეს თეორია ბევრ რამეს ხსნის, თუნდაც იმას, რატომ ითვლებიან რუსი და უკრაინელი ქალები ყველაზე ლამაზებად. რა–რა და სტრესი და შოკოლადი მათ ნამდვილად ბევრი აქვთ.

47 წლის სინდი კროუფორდი – მისი ულამაზესი თმები არის მუდმივი შურის საგანი მათთვის, ვინც ბუნებამ არ დააჯილდოვა ასეთი საუცხოო კულულებით. ტოპ–მოდელი ყოველდღიურად იკეთებს თავის მასაჟს, თმას ივარცხნის მხოლოდ მრგვალკბილებიანი სავარცხლით და ვარცხნილობის შესაქმნელად იყენებს მხოლოდ თმის სარჭებს.