ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ახლა არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ არის

ზელენსკი: მიმაჩნია, რომ ახლა არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ არის

მიმაჩნია, რომ ახლა არჩევნებისთვის შესაფერისი დრო არ არის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

"ჩვენ ყველას გვესმის, რომ ახლა, ომის დროს, როდესაც ამდენი გამოწვევაა, აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში ასე უაზროდ და თამაშით გავრცელება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

"უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის თავდაცვის დრო, ბრძოლის დრო, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ხალხის ბედს და არა მანიპულაციების დრო, რასაც მხოლოდ რუსეთი ელის უკრაინისგან. მიმაჩნია, რომ ახლა არ არის შესაფერისი დრო არჩევნებისთვის", - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.