პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირება დაავალა

პოლონეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მთავრობის ფორმირება დაავალა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მოქმედ პრემიერ-მინისტრ, მატეუშ მორავიეცკის მთავრობის ფორმირება დაავალა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

მორავეცკი პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წევრია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 8 წლის განმავლობაში იყო და 15 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგად უმრავლესობა დაკარგა, თუმცა უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად კვლავ დარჩა.

ამასთან, მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციურმა „სამოქალაქო კოალიციამ“, რომელსაც ექს პრემიერის, დონალდ ტუსკის პარია „სამოქალაქო პლატფორმა“ ხელმძღვანელობს.

როგორც დუდამ განაცხადა, 13 ნოემბერს ახალი პარლამენტი პირველად შეიკრიბება, დეპუტატები და სენატორები კი ფიცს დადებენ.