შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ცივილიზებული სამყარო და ამას ამბობს საქართველოს ხელისუფლებაც [რომ რუსეთი ოკუპანტია]. სხვათა შორის ამაზეც გვქონდა ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას. უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც. სხვა ხელისუფლებებზე და სხვა ქვეყნებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის უსაფრთხოების რისკები, რაც არსებობს, ამის რეალიზება, რეალობად ქცევა არ მოხდეს. მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები და მთავარი ამოცანაა, რომ რისკების რეალიზების საშუალება არ მივცეთ როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე - გარე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.