სოფელ კირბალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან

სოფელ კირბალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან

„ქრონიკა“ სოფელ კირბალთან იმყოფება. როგორც „იმედის“ კორესპოდენტი, ანა შეპკინა ადგილიდან იტყობინება, ამ დროისთვის სამართალდამცველებს სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ და იქ მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ.

მისივე თქმით, ორი ადგილობრივი მკვიდრი იმყოფებოდა სოფლის სასაფლაოზე, რომელიც მდებარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. შემდეგ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ლომისის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიისკენ გაემართნენ, რა დროსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თავს დაესხნენ. 60 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ მეორე მოქალაქეს, ის გადაიყვანეს ჯერ რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი, ცხინვალში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმოამდგენლები.