მაია ბითაძე: როდესაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვას, მაშინ კარგი იყო და ახლა, ჩვენ რომ ვაპირებთ იმავეს თურმე რუსულია - ეს არის პერმანენტული შეურაცხყოფა ქართველი ადამიანების

მაია ბითაძე: როდესაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვას, მაშინ კარგი იყო და ახლა, ჩვენ რომ ვაპირებთ იმავეს თურმე რუსულია - ეს არის პერმანენტული შეურაცხყოფა ქართველი ადამიანების

როდესაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვას, მაშინ კარგი იყო და ახლა, ჩვენ რომ ვაპირებთ იმავეს თურმე რუსულია - ეს არის ქრონიკული, პერმანენტული შეურაცხყოფა ქართველი ადამიანების, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი დღეგამოშვებით სხვადასხვა რამეს ამბობს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ის საარჩევნო სისტემა, რომელიც შევთავაზეთ საქართველოს მოსახლეობას და რომლის მიხედვითაც უკვე გაიმართა ზოგიერთ უბანში არჩევნები, წინა არჩევნებზე და ახლა პრაქტიკულად მთლიანად გაიმართება, 90%-ს მოიცავს თითქმის. ეს ადრე იყო კარგი, მიხეილ სააკაშვილი როდესაც თვითონ აპირებდა ამის დანერგვას და ახლა ჩვენ რომ ვაპირებთ ამის დანერგვას თურმე რუსულია. ამის განხილვაც არ ღირს. ეს არის ქრონიკული, პერმანენტული შეურაცხყოფა ქართველი ადამიანების. როდესაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას ცხოვრების დავიწყების უნარი აქვს. ყველას ყველაფერი ახსოვს, მათ შორის განცხადებები და არსებობს ელექტრონული საშუალებები იმისთვის, რომ თუ დაგვავიწყდა გავიხსენოთ რას ამბობდნენ ისინი ადრე“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.