სალომე სამადაშვილსაც არაერთხელ გაუჟღერებია, რომ მათ ჰქონდათ საუბარი ევროპარლამენტარებთან იმაზე, თუ რატომ არ უნდა მისცენ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს ოპოზიციური ფლანგის სხვა წევრებმაც დაადასტურეს. ისინი ცდილობდნენ, რომ როგორმე „ქართული ოცნების“ დროს კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ განაცხადს გავაკეთებდით კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს ვასრულებთ ყოველდღიურად. და დღეს ეს ადამიანები ამბობენ, თითქოს გვაიძულეს განაცხადის გაკეთება. სრული აბსურდია. ახლა შეცვალეს რიტორიკა და ამ ყველაფერს აბრალებენ იმას, თითქოს კანდიდატის სტატუსი გვეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის გამო გვეძლევა და იმიტომ, რომ მათ ამდენი იყვირეს“, - აღნიშნა ბითაძემ.