ბექა ლილუაშვილი: არ ვიცი შავია თუ თეთრი - კეზერაშვილის ფული ალბათ დიდწილად შავია

ბექა ლილუაშვილი: არ ვიცი შავია თუ თეთრი - კეზერაშვილის ფული ალბათ დიდწილად შავია

არ გამიკვირდება, რომ ეს წინასწარ განზრახული ქმედება იყო ამ ფულის პარტიაში ოფიციალურად მოსახვედრად, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„ვიცით, ამ პარტიას ვინ და რა ფულით აფინანსებს. სულ არ გამიკვირდება, რომ ეს წინასწარ განზრახული ქმედება იყო ამ ფულის პარტიაში ოფიციალურად მოსახვედრად. არ ვიცი შავია თუ თეთრი. კეზერაშვილის ფული ალბათ დიდწილად შავია“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.

წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა „ნაციონალურ მოძრაობას“, ხუთ - ხუთი ათასი ლარი ჩაურიცხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერჯერობით არ აქვთ საერთო პასუხი, რატომ გადაწყვიტა მათი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობამ წალენჯიხის მერიასა და საკრებულოში, რომ ერთსა და იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ.