ანა წითლიძე წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლების მიერ „ნაცმოძრაობისთვის“ თანხის შეწირვა შეაფასა. პარტიის წევრი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა მომხდარში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
„რა შემოწირულებაზე ლაპარაკობთ? არ ვიცი, პირველად მესმის, ვინ რა და როგორ შესწირა. თუმცა ადამიანები, მათ შორის საკრებულოს წევრები რომ სწირავდნენ [თანხას] „ნაციონალურ მოძრაობას, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთელი 11 წლის განმავლობაში საკრებულოსა და პარლამენტის ბევრ წევრს ნახავთ ასეთს, ვინც პარტიას სწირავს“, - აცხადებს წითლიძე.
წალენჯიხაში, მერიის თანამშრომლებმა ნაციონალურ მოძრაობას, ხუთ - ხუთი ათასი ლარი ჩაურიცხეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერჯერობით არ აქვთ საერთო პასუხი, რატომ გადაწყვიტა მათი პარტიის წარმომადგენლების უმრავლესობამ წალენჯიხის მერიასა და საკრებულოში, რომ ერთსა და იმავე დღეს პარტიის ანგარიშზე თანხა ჩაერიცხათ