მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ირანელმა უფლებადამცველმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა

მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ირანელმა უფლებადამცველმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა

მშვიდობის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნარგეს მოჰამადიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

პროტესტის მიზეზი მისთვის და სხვა პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების შეზღუდვა და ირანში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარების ვალდებულება გახდა.

„ნარგეს მოჰამადიმ ციხიდან შეგვატყობინა, რომ რამდენიმე საათის წინ შიმშილობა დაიწყო. ძალიან გვაშფოთებს მისი ფიზიკური მდგომარეობა და ჯანმრთელობა“, - აღნიშნულია ნობელის პრემიის ლაურეატის ოჯახის განცხადებაში.