სოფო ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც ის გადაწყვეტს აუცილებლად ისე იქნება

სოფო ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, როგორც ის გადაწყვეტს აუცილებლად ისე იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილი როგორც გადაწყვეტს აუცილებლად იქნება ისე, - ასე პასუხობს სოფო ჯაფარიძე შეკითხვას, ვინ მოხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში. ამავე პარტიის წევრი ასევე ვერ ადასტურებს მოხვდება თუ არა ამ სიის სათავეში თავად.

„საბოლოოს გადაწყვეტილებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ იღებს მიხეილ სააკაშვილი“, - განმარტა ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სახეების ძიება უნდა დაიწყოს. მსჯვარდებულის მოწოდებამ პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და კლანებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.