„ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაცია, რომელმაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, შექმნა ძალადობრივი სისტემა, ახლა ოპოზიციაშია და ვერბალური ძალადობით და დეზინფორმაციით გამოირჩევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„განვმეორდები და ზოგადი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობის“ არის არა მათ წევრებსა და ლიდერებში, არამედ იდეოლოგიაში, რომელსაც ეფუძნება. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალადობრივი იდეოლოგიის დამამკვიდრებელი ორგანიზაცია, რომელმაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო, შექმნა ძალადობრივი სისტემა, ახლა ოპოზიციაშია და ვერბალური ძალადობით და დეზინფორმაციით გამოირჩევა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებიან პარტიის სახეები, თუ მათი არსი იქნება ერთი. ერთადერთი, სამწუხაროა, რომ ოცი დეპუტატი, რომელიც დღეს ჰყავთ, როგორც ჩანს, უმუშევარი რჩება. ფულის არსი „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, თვითონაც გამოიტანეს, როდესაც სხვადასხვა ოლიგარქი, ხან მიხეილ სააკაშვილი, ხან დავით კეზერაშვილი მასზე [პარტიაზე] ზეგავლენას ახდენს ფულით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.