შალვა პაპუაშვილი: სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე „ენჯეოს“ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომ მათ არ უნდათ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში

შალვა პაპუაშვილი: სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე „ენჯეოს“ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომ მათ არ უნდათ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში

სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე „ენჯეოს“ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომ მათ არ უნდათ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მეორდება იგივე, რაც შარშან ივნისში გადაწყვეტილების მიღებამდე ხდებოდა. მაშინაც სოროსის ფონდის წარმომადგენლები სტატიებს წერდნენ და წელსაც ვხედავთ, რომ სოროსის ფონდი, „გრასი“, პირდაპირ ქვეყნის გარეთ ახდენენ ლობირებას აზრის, რომ არ იმსახურებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამიტომ თუ მაინც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, უნდა მოხდეს გამიჯვნა, რომ ხალხი იმსახურებს ამას და უნდა დაწესდეს დამატებითი პირობები, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ და ა.შ. სინამდვილეში, ამ ხალხს არ უნდა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში. ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც სოროსის ფონდს, „გრასს“ და რამდენიმე „ენჯეოს“ აქვს. ისინი ამას არც მალავენ. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა სექტემბერში გამართულ კონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ ისინი უცხოელ პარტნიორებს ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსს თუ მიანიჭებს საქართველოს, აუცილებლად ჩაწერეთ, გამიჯნეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იმსახურებს ამას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება. ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ მისი არჩეული ხელისუფლება - არა. სოროსის ფონდის ხელმძღვანელმა მაშინ თქვა, რომ მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა მომავალ არჩევნებზე. პოლიტიკური მიზნები აქვს რამდენიმე „ენჯეოს“ და თავისთავად ამ პოლიტიკური მიზნების განხორციელებას ეფუძნება ეს სტატიები“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.