[ოპოზიციის] ძალიან უსუსური მცდელობა, რომ როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად , - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„12 რეკომენდაციის შესრულებაში ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. დიდი ნაწილი რეკომენდაციებისა სრულად არის შესრულებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებას, რომ ეს [ევროკომისიის] დასკვნა იქნება პოზიტიური. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ აპოკალიფსური სურათი დახატოს. უნდა, რომ კანდიდატის სტატუსიც ერთგვარად დააკნინოს და თქვას, რომ კი, სტატუსი არის, მაგრამ ამას იმდენი პირობა მოჰყვება და ა.შ. ეს ყველაფერი არის მათი [ოპოზიციის] ძალიან უსუსური მცდელობა, რომ როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად“, - აღნიშნა სამხარაძემ.