ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თორმეტივე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინის და არც მოლდოვის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ამ ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს. მაგალითად სახალხო დამცველი არჩევა ერთჯერადი საკითხია, ავირჩიეთ და დამთავრდა. მაგრამ მაგალითად დეპოლარიზაცია არ არის ერთჯერადი საკითხი. ეს არის განგრძობითი პროცესი და რა თქმა უნდა, ამას ევროკავშირის უფრო ხანგრძლივ ჭრილში აკვირდება, ისევე როგორც მაგალითად მოლდოვის შემთხვევაში საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს არ არის საკითხი, რომელიც კანონის მიღებით წყდება. იქაც დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საკითხები არ იქნება ბოლომდე ჩახურული. ზოგადად ინტეგრაციის საკითხი არის განგრძობითი პროცესი, წლები დასჭირდება ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებას და ყველა ეს საკითხი ყოველთვის იქნება დღის წესრიგში“, - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.