ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოგთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ცდილობს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება და სააკაშვილის გათავისუფლება კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელი პირობები გახდეს. პაპუაშვილის ამას „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბოლო გაბრძოლებას“ უწოდებს.
„ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოგთან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცათ ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი და არც ნატო, არავინ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას (დათვლილია, რომ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ამ შემთხვევაში) და სამხედრო დაპირისპირების რისკს საქართველოში - რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასხვა პროქსი ჯგუფების გამოყენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.