შალვა პაპუაშვილი: ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლობის დღე. კანდიდატის სტატუსის მონიჭება უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა

შალვა პაპუაშვილი: ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლობის დღე. კანდიდატის სტატუსის მონიჭება უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა

ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლობის დღე. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„საქართველო შარშან ივნისშიც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ის იყო ლიდერი მაშინაც და რჩება დღესაც უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება არ იყო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, ეს იყო უსამართლობის დღე. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. ჩვენ წელიწად ნახევრის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი საქართველოს წინაშე, განგვეხორციელებინა. ეს რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესია. ბოლო ორი თვის განმავლობაში გვქონდა ასევე თანამშრომლობა ევროკომისიასთან. ვნახეთ, რომ აჟიოტაჟს, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერმა და „ენჯეომ“ ატეხეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, როგორ გაეცა პასუხი ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რომ სწორედ მჭიდრო კომუნიკაციით და თანამშრომლობით შემუშავდა ეს ცვლილებები. ეს თანამშრომლობა და პოზიტიური დინამიკა გვაძლევს იმის იმედს, რომ შეფასებაში იქნება ბევრი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ოპოზიცია და „ენჯეოები“ ხვდებიან, რომ საქართველოს ისტორიის არასწორ მხარეს იდგნენ ამდენი ხნის განმავლობაში. ცდილობდნენ ყველანაირად ჩაეშალათ პროცესი. არის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ დიდი ალბათობაა კანდიდატის სტატუსის მონიჭების და ცდილობენ იმ ანტიქართული ორგანიზაციების გემიდან, რომელშიც ძალიან კომფორტულად იყვნენ წელიწად ნახევარი, რამენაირად გადახტნენ და რაღაცნაირად შეახტნენ მატარებელს, რომელსაც ჰქვია ქართველი ხალხის ევროპული მატარებელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.