პენტაგონი: ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია

პენტაგონი: ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია

ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია, - ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა აშშ-ის თავდაცვის უწყება კონფლიქტის მხარეებად ისრაელსა და „ჰამასს“ განიხილავს.

კითხვაზე, შესაძლებელი გახდა თუ არა კონფლიქტში ჩართვისგან „ჰეზბოლას“ შეკავება, რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მნიშვნელოვანი იყო, მიეღო შესაბამისი ზომები, რათა დაპირისპირება ფართო რეგიონულ კონფლიქტში არ გადაზრდილიყო.

„სწორედ ამიტომ გავზარდეთ ჩვენი შესაძლებლობები, მათ შორის განვათავსეთ რეგიონში ორი ავიამზიდი, რათა გვქონოდა მეტი შესაძლებლობა და არჩევანი იმ შემთხვევისთვის, თუ გაუთვალისწინებელ გარემოებებზე საპასუხო ზომების მიღება გახდებოდა საჭირო. დიახ, ჩვენ ვთვლით, რომ ახლო აღმოსავლეთში ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია“, - აღნიშნა პატრიკ რაიდერმა.