ნეპალში ძლიერ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან 500 კილომეტრში მოხდა, თუმცა იგრძნობოდა როგორც დედაქალაქში, ასევე მეზობელ ინდოეთის ქალაქებში, მათ შორის დელიში.

ნეპალის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ისინი ჯაჯარკოტისა და დასავლეთ რუკუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ადგილზე სამაშველო და საძიებო ოპერაციების მიმდინარეობას მიწისძვრით გამოწვეული მეწყრების შედეგად გზებზე ჩამოსული მიწა აფერხებს.