შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული გიგა გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას 1997 წელს დაბადებული ლევან ხ. ბარძაყის არეში ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 117-ე მუხლით).