ისრაელის პრემიერ-მინისტრის კაბინეტმა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ენტონი ბლინკენის შეხვედრის ფოტოები გაავრცელა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში ომის დაწყების შემდეგ უკვე მესამედ ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
„ბენიამინ ნეთანიაჰუ ენტონი ბლინკენთან პირად შეხვედრას თელ-ავივში მართავს. ის ასევე შეხვდება სამხედრო კაბინეტის წევრებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.