ზახაროვა: სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან

ზახაროვა: სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება მიზანმიმართულად ანადგურებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთთან.

რუსეთის საგარეო უწყების სპიკერი ამგვარად გამოეხმაურა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო ფორმულის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციაში.

"ერევანს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის დემონსტრაციული ფლირტი მათთან, ვინც აგრესიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანას. სხვა განმარტება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ [სომხეთის] რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მიზანმიმართულად და დაჟინებით ანადგურებს ჩვენს სამოკავშირეო ურთიერთობებს, რასაც არც ისე დიდი ხნის წინ თავად უწოდებდა სომხეთის სტაბილურობისა და კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.