აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაცხადა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სამხედრო წარმოებისთვის ტექნოლოგიების მიწოდებაში ეხმარებიან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შეზღუდვები დაუწესა ათობით ადამიანსა და კომპანიას თურქეთიდან, ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთმა ტექნოლოგიის, აღჭურვილობისა და სხვა საშუალებების იმპორტი განახორციელა, რომელიც საჭიროა მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად და შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, აშშ-მა რუსეთის საბანკო და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რომლებიც ჩართულნი არიან მოწინავე ტექნოლოგიების დაფინანსებაში, კვლევაში, შემუშავებასა და იმპორტში.