Reuters: აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

Reuters: აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსა და საბრძოლო მასალას.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო უკრაინას უსაფრთხოების სფეროში.