„მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორიც არის საია და სხვა ორგანიზაციები, ასეთ არასერიოზულ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მე არ მინდა დავიჯერო და ვიფიქრო, რომ ისინი ამას გამიზნულად და შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. და სწორედ მსგავსი დეზინფორმაციული სახის განცხადებები, რომელიც შეიცავს სიცრუეს, ულახავს იმიჯს არა პოლიციას, არამედ თავად ამ ორგანიზაციას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ანალოგიურ გადაუმოწმებელ განცხადებებს ავრცელებენ, მე აქვე დავაზუსტებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა, ეს პიროვნება არის ექვსჯერ ნასამართლევი, კონკრეტულად ეს პიროვნება, კორკოტაშვილი, მე გავერკვიე და 30 სექტემბერს ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია და მას შეეძლო ხელოვნურად სახის კერძოდ ერთი ნაწილის ასე ვთქვათ ამოვარდნა, მე როგორც ამიხსნეს და მოვისმინე ექიმებისგან, შესაბამისად არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან. მე მინდა ვთხოვო ყველას, მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ, ჩვენ გვყავს პრესსამსახური, რომელიც ოპერატიულად მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ 24 საათის განმავლობაში. და ვთხოვ მათ რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. და აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ პოლიციას მისცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება და შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება“
შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი უშიშროების საბჭოს სხდომაზე
„ძალიან არასერიოზული იყო ის ფორმა, რომელიც იქნა შერჩეული მოწვევის, მე ვგულისხმობ უშიშროების საბჭოს მოწვევის ფორმა იყო ძალიან არასერიოზული, ეს ერთი. მეორე - მე ვფიქრობ, რომ მინისტრები, ზოგადად ჩემი პოზიციაა, რომ მე პირადად არ დავესწრები უშიშროების საბჭოს, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ასეთი ფორმით მოწვევა პირველ რიგში არ უნდა ხდებოდეს უშიშროების საბჭოსი და მეორე - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფორმალური, რაღაც მასკარადის მსგავსი, მე პირადად არ ვაპირებ და ვიცი, რომ მთავრობის წევრები არ აპირებენ.“
შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი „ჯიჰადის“ ვიდეოს გამოძიებაზე:
„მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვამზადებთ მასალებს პროკურატურასთან ერთად ინტერპოლისთვის და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ამ პიროვნების ძებნა წითელი ცირკულურით.“