საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოს 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ახალი საპატრულო მანქანები გადაეცემა.
აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრებიან.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი მთლიანად განახლდება და "შკოდა"-ს მარკის 20 ახალი ავტომობილით შეივსება. რეგიონში პატრულ-ინსპექტორებს გადაეცემათ: სამხრე ვიდეოკამერებით აღჭურვილი პოლიციის ახალი ფორმები, ალკოტესტები (პრომილეს საზომი და ბეჭდვითი ფუნქციით) და სხვა.