თინა ბოკუჩავა: ღიად ამბობენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომ კონსენსუსის მიღწევა რთულია თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს არ დაკარგავს

თინა ბოკუჩავა: ღიად ამბობენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომ კონსენსუსის მიღწევა რთულია თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს არ დაკარგავს

ძალიან რთულია პროგნოზების გაკეთება იმ მოცემულობაში, როდესაც ბრიუსელი ღიად ამბობს, რომ პროევროპულ ქართველ ხალხს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს ყველაზე ფუნდამენტურ რეკომენდაციებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ამიტომ ნამდვილად რთულია პროგნოზების გაკეთება ევროკომისიის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც 8 ნოემბერს იქნება და ასევე მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც უკვე საბოლოო და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ღიად ამბობენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომ კონსენსუსის მიღწევა რთულია თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს არ დაკარგავს და სწორედ ამასვე ვადვოკატირებთ ჩვენ საერთაშორისო და ევროპელ პარტნიორებთან“, - განმარტა ბოკუჩავამ.

8 ნომებერს ცნობილი გახდება გაფართოების ანგარიში, საიდანაც გაირკვევა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას აძლევს ევროკომისია ევროპულ საბჭოს.