უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ მან „ინტერფაქს-უკრაინასთან“ საუბარში განაცხადა.
მან ასევე დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი წინადადებები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით მის წინასაარჩევნო პროგრამას წარმოადგენს.
მანამდე არესტოვიჩმა Telegram-ზე დაწერა, რომ „ემხრობა ნატოში უკრაინის შესვლას იმ პირობით, რომ უკრაინა აიღებს ვალდებულებას, არ იომოს ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და მათ დაბრუნებას მხოლოდ პოლიტიკური გზით შეეცდება“.