Politico: ბაიდენი და მისი თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს

Politico: ბაიდენი და მისი თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე ნეთანიაჰუს თანამდებობის დატოვება მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ ყოფილ და მოქმედ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა Politico წერს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენმა და მისმა თანაშემწეებმა განიხილეს იმის ალბათობა, რომ ნეთანიაჰუს პოლიტიკური დღეები უკვე დათვლილია და ეს გზავნილი ბაიდენმა ისრაელის პრემიერს ბოლო შეხვედრის დროს გამოხატა.

Politico-ს ინფორმაციით, ბაიდენმა შესთავაზა ნეთანიაჰუს, იფიქროს იმაზე, თუ რა გამოცდილებას გაუზიარებს ის პოტენციურ შემცვლელს.

გამოცემასთან საუბარში ყოფილი და მოქმედი ამერიკელი მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ თეთრი სახლი დარწმუნებულია იმაში, რომ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ძალიან ცოტა დრო დარჩა. მოქმედი მაღალჩინოსნის თქმით, ეს შეიძლება იყოს სულ რამდენიმე თვე.

„აუცილებელი იქნება ისრაელური საზოგადოების წინაშე პასუხისგება იმის გამო, რაც მოხდა. საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრამდე მიდის“, - აცხადებს Politico-ს ერთ-ერთი წყარო.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში აცხადებენ, რომ „ნეთანიაჰუს მომავალი პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან განხილვის საგანი არ ყოფილა და არ არის“.