ალბანეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებების გამო სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Balkan Insight-ი წერს.
გასულ დღეებში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებების გამო პარლამენტის სესია შეწყდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 6 საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუჭირა მხარი, პარლამენტის სპიკერმა კი 6 ოპოზიციონერ დეპუტატს სხდომებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა.
ამის შემდეგ პარლამენტმა დეპუტატებს შეატყობინა, რომ ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში საპარლამენტო კომისიის სხდომა ონლაინრეჟიმში გაიმართება და მისი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება Facebook-ზე და პარლამენტის ვებგვერდზე.