ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მკაცრი რეკომენდაცია იყო, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იყო მუქარა „შემოქმედებითი ევროპის“ პლატფორმიდან გარიცხვაზე

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მკაცრი რეკომენდაცია იყო, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იყო მუქარა „შემოქმედებითი ევროპის“ პლატფორმიდან გარიცხვაზე

ევროკავშირმა მოითხოვა იყო და უფრო მეტიც, დაგვემუქრა, რომ „შემოქმედებითი ევროპიდან“ გაგვრიცხავდნენ, თუ ამ კანონს არ მივიღებდით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე საუბრისას განუცხადა.

„სრული ცირკი იყო, რაც ამ კანონთან დაკავშირებით ვიხილეთ. ევროკავშირისგან მკაცრი რეკომენდაციაო იყო, რომ ეს კანონი მიგვეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში არის ასეთი პლატფორმა „შემოქმედებითი პლატფორმა“ და ამ პლატფორმიდან გარიცხვა ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას ეს კანონი რომ არ მიგვეღო. მარტო რეკომენდაცია არ იყო, გვრიცხავდნენ „შემოქმედებითი ევროპიდან“ თუ არ მივიღებდით ამ კანონს. დეტალებთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ​და როცა გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ გამოხატვის შესაზღუდად გვინდოდა ამ კანონის მიღება, ცირკის გარდა ამას რა შეიძლება დაარქვა?!“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო 17 ოქტომბერს დაადო.