ჯეიმს კლევერლი: დიდი ალბათობით დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლას შეძლებს

ჯეიმს კლევერლი: დიდი ალბათობით დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი ღაზიდან ეგვიპტეში გადასვლას შეძლებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის თქმით, დიდი ალბათობით დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაწილი ეგვიპტეში გადასვლას შეძლებს.

„დიდი ბრიტანეთი მზადაა, დაეხმაროს ბრიტანელებს მაშინვე, როგორც კი მათ გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ. აუცილებელია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს“, - წერს კლევერლი X-ში.