სტოლტენბერგი: ღაზაში ომმა არ უნდა გამოიწვიოს უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა

სტოლტენბერგი: ღაზაში ომმა არ უნდა გამოიწვიოს უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ღაზაში ომმა არ უნდა გამოიწვიოს უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება.

"ღაზაში ომმა არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი ნებისა და უკრაინის მხარდაჭერის უნარის შესუსტება. ზამთარი ახლოვდება და ჩვენ უნდა ველოდოთ ახალ თავდასხმებს ენერგომომარაგებისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი მშვიდობას გეგმავს. პირიქით, უფრო მეტ ომს გეგმავენ.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს მეტ იარაღს. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში მშვიდობა მინდა.

პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის შეჩერება დღეს. მეზობელზე თავდასხმის შეწყვეტით. უკრაინას ეს ვარიანტი არ აქვს. თუ უკრაინა საკუთარი თავის დაცვას შეწყვეტს, ის ოკუპირებული იქნება. და ოკუპაცია არ არის მშვიდობა", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.