აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ სენატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღაზის სექტორსა და ისრაელში მიმდინარე მოვლენების ფონზე აშშ-ში ანტისემიტიზმის დონე ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები აშშ-ის მოსახლეობის მხოლოდ 2,4%-ს შეადგენენ, მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების 60%-ს შეადგენს და ეს რიცხვი ბოლო მოვლენების ფონზე შესაძლოა კიდევ უფრო გაზრდილიყო.
„ახლა არაა პანიკის დრო. ახლა სიფხიზლის დროა. ჩვენ არ უნდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად“, - აღნიშნა FBI-ის დირექტორმა.