აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ისრაელის დახმარების შესახებ ცალკე კანონპროექტს კენჭისყრაზე მიმდინარე კვირაში წარადგენს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, ისრაელის დახმარების შესახებ ცალკე კანონპროექტს კენჭისყრაზე მიმდინარე კვირაში წარადგენს

მაიკ ჯონსონის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ისრაელის დახმარების ცალკე კანონპროექტის წარდგენას აპირებს, უკრაინის გარეშე. როგორც Forbes-ი წერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ახალდანიშნულმა სპიკერმა ამის შესახებ Fox News-თან ისაუბრა.

„მიმდინარე კვირაში ვაპირებთ, წარმომადგენლობით პალატას წარვუდგინოთ კანონპროექტი ისრაელის ცალკეული დაფინანსების შესახებ. ვიცი, რომ ჩვენს კოლეგებს, რესპუბლიკელ კოლეგებს სენატში აქვთ მსგავსი კანონპროექტი. გვჯერა, რომ ეს არის გადაუდებელი საჭიროება. მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, რასაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ და ამას გავაკეთებთ, მაგრამ ახლა ყურადღება სჭირდება იმას, რაც ისრაელში ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ასე უნდა მოვიქცეთ, ჩვენ უნდა განვაცალკეოთ მათი დახმარება“, – განაცხადა ჯონსონმა.

მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელისა და უკრაინის მხარდასაჭერად კონგრესს გადაუდებელ საბიუჯეტო მოთხოვნა გაუგზავნა. ბაიდენის მიერ მოთხოვნილ პაკეტში ისრაელის თავდაცვისთვის 14.3 მილიარდი დოლარი, უკრაინისთვის კი, 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.