Time: აშშ-ში, საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის დახმარების მიმართ თვეების განმავლობაში მცირდება და აშშ-ში ზელენსკის ვიზიტმაც ვერ გამოაცოცხლა ის

Time: აშშ-ში, საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის დახმარების მიმართ თვეების განმავლობაში მცირდება და აშშ-ში ზელენსკის ვიზიტმაც ვერ გამოაცოცხლა ის

აშშ-ში, საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინის დახმარების მიმართ თვეების განმავლობაში მცირდება და აშშ-ში ზელენსკის ვიზიტმაც ვერ გამოაცოცხლა ის, - წერს ჟურნალ Time-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი სტატიაში სათაურით "არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე". ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძოლა უკრაინის ბრძოლაში შესანარჩუნებლად.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავს გამოფიტულად გრძნობდა, რადგან მუდმივად უწევდა მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათი დახმარებით უკრაინას შეუძლია გამარჯვება.

"არავის სჯერა ჩვენი გამარჯვების ისე, როგორც მე. არავის. არავის", - განაცხადა ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში.

"ომიდან ოცი თვის შემდეგ, უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ათიათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ზელენსკი თავისი საგარეო ვიზიტების დროს გრძნობს, რომ ომის მიმართ გლობალური ინტერესი შესუსტდა. ისევე, როგორც საერთაშორისო მხარდაჭერის დონე", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს, კიევში ვიზიტის დროს ზელენსკის გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა მას განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა მას უღალატეს და ის ომის მოგების საშუალების გარეშე დატოვეს.

ავტორი წერს, რომ ზელენსკის გარემოცვის ზოგიერთი წევრი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი თავს იტყუებს.

"ჩვენ არ გვაქვს ვარიანტები. ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს მას", - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ სტატიის ავტორს.