დაახლოებით, 60-70 გრამი ხახვი მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნას ასკორბინის მჟავაზე. C ვიტამინის ასეთი წყარო განსაკუთრებით ცივ ამინდშია აუცილებელი.
მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვანი ციკლის მუშაობას უწყობს ხელს. ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა.
თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი, ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში ღრმად შეისუნთქეთ. ეს გამოჯანმრთელებაში შეგიწყობთ ხელს.
ამ დროს ინჰალაციაც დაგეხმარებათ. კერძოდ, ოთხ სუფრის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი. გვირილის ეთეროვანი ზეთი და ხახვის სამკურნალო ფიტოციდები ისუნთქეთ 5-10 წუთის განმავლობაში.