ეკოაქტივისტებმა ლუვრის პირამიდას საღებავი შეასხეს

ეკოაქტივისტებმა ლუვრის პირამიდას საღებავი შეასხეს

მოძრაობა Dernière Rénovation-ის („უკანასკნელი რენოვაცია“) წევრებმა პარიზში, ლუვრის პირამიდას სტაფილოსფერი საღებავი შეასხეს. ამის შესახებ Le Figaro წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აქციაში 12-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი მათგანი პირამიდაზე აძვრა და საღებავი კონსტრუქციას ზევიდან დაასხა, დანარჩენები კი პირამიდას საღებავით ავსებულ ბუშტებს ესროდნენ. ყველა აქტივისტი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თავიანთ განცხადებაში Dernière Rénovation-ის აქტივისტები საფრანგეთის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მათ კანონმდებლობაში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს არ დაუჭირეს მხარი.