მაჰაჩყალის აეროპორტში პალესტინის მხარდამჭერები შეიჭრნენ და ისრაელიდან ჩამოსულ მგზავრებზე თავდასხმა სცადეს

მაჰაჩყალის აეროპორტში პალესტინის მხარდამჭერები შეიჭრნენ და ისრაელიდან ჩამოსულ მგზავრებზე თავდასხმა სცადეს

რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივი მოსახლეობა შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი ისრაელელ მგზავრებზე თავდასხმა იყო. ამის შესახებ BBC წერს.

თავდამსხმელები მგზავრების პასპორტებს ამოწმებდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ იყო მათ შორის ისრაელის მოქალაქე. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი „ალაჰ აკბარს“ სკანდირებენ და პალესტინის დროშას აფრიალებენ. მათ აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს.