კანადელმა მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში წყალქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს. მკვლევრებმა რობოტის მიერ გადაღებულ ოკეანის ფსკერის სურათებზე ოთხი პირამიდა შეამჩნიეს, მათგან ერთ-ერთი მინისგანაა აგებული.
„წყალქვეშა არქიტექტურამ“ კანადელებს ძველი ლათინოამერიკული, მათი განსაზღვრებით, ეგრეთ წოდებული „წინ წასული“ ცივილიზაციის ისტორიის კლასიკურამდელი პერიოდის ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ტეოტიუაკანის არქიტექტურა მოაგონა.
მეცნიერების ჯგუფმა, პოლ ვაინცვეიგისა და პოლინა ზალიცკის ხელმძღვანელობით, ზღვის ფსკერი რობოტის დახმარებით გამოიკვლია. ქალაქში, რომელიც კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთით, 700 მეტრის მანძილზე აღმოჩნდა, ჩანს არა მარტო პირამიდები, არამედ სფინქსი და რამდენიმე მონოლითური ნაგებობა. ფოტოზე აღბეჭდილი შენობების კედლებზე ამოტვიფრული წარწერებიც გაირჩევა.
„ეს საოცარია – ჰიდროლოკატორზე ხილვადობის მაღალი ხარისხით ჩანს ქვიშის უსასრულო თეთრი, სწორი ზედაპირი, ხოლო ამ შესანიშნავი პლაჟის შუაში, გარკვევით იკვეთება ხელოვნური კონსტრუქციების არქიტექტურა... თითქოს თვითმფრინავით მიფრინავ ქალაქის თავზე და ხედავ საავტომობილო გზებს, გვირაბებსა და შენობებს“, – აღწერს მიღებულ კადრებს პოლინა ზალიცკი.
„ჯერჯერობით, არ ვიცით, რა არის ეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბუნებას არ შეუძლია, მსგავსი სიმეტრიული არქიტექტურული ნაგებობების შექმნა“, – ამბობენ კანადელი მკვლევრები. მეცნიერები უკვე შეუდგნენ წყალქვეშა ქალაქის დეტალურ შესწავლას.
2000 წლიდან მოყოლებული, სწორედ ეს ფირმა ასრულებს კუბის ხელისუფლების შეკვეთას – ოფიციალურად მკვლევრებს ზღვის ფსკერის შესწავლა და მისი კარტოგრაფიული აღწერა ევალებოდათ. შეკვეთის ძირითადი მიზანი კი საგანძურით სავსე ჩაძირული ესპანური ხომალდების აღმოჩენა იყო.