მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს

მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყანა შესაძლოა პირველ ეტაპზე ევროკავშირში დნესტრისპირეთის გარეშე შევიდეს. ამის შესახებ მან რადიო Vocea Basarabiei-ს ეთერში განაცხადა.

სანდუს თქმით, იდეალური იქნებოდა, თუ ქვეყანა ევროკავშირში მთლიანად შევა, თუმცა „თუ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს შეუძლებელი იქნება, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში ჯერ დნესტრის მარჯვენა ნაპირი, შემდეგ კი მარცხენა ნაპირი შევა“.

დნესტრისპირეთის კონფლიქტზე საუბრისას სანდუმ განაცხადა, რომ კონფლიქტი იმის გამო შეიქმნა, რომ მოსკოვმა სეპარატისტულ რეჟიმს დაუჭირა მხარი და მრავალი წლის განმავლობაში ეს სეპარატისტული რეჟიმი მხოლოდ ამ მხარდაჭერის ხარჯზე ნარჩუნდება.