ამერიკის კინოასოციაციის დაჯილდოვების, 83-ე “ოსკარის“ ნომინანტები გამოვლინდნენ. ყველაზე მეტ ნომინაციაში მხატვრული ფილმი “მეფის სიტყვაა“ წარდგენილი.
საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე წარდგენილნია “შავი გედი“, “მეომარი“, “დასაწყისი“, “ბავშვები კარგად არიან“, “მეფის სიტყვა“, “127 საათი“, “სოციალური ქსელი“, “სათამაშოების თავგადასავალი 3“, “ნამდვილი საჩუქარი“ და “ზამთრის ძველი“.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში მოხვდნენ ჰავიერ ბარდემი ფილმისთვის "მშვენიერი", ჯეფ ბრიჯესი - "ნამდვილი საჩუქარი", ჯეს ეისენბერგი - "სოციალური ქსელი", კოლინ ფერტი - "მეფის სიტყვა" და ჯეიმს ფრანკო - "127 საათი".
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან ანეტ ბენინგი - "ბავშვები კარგად არიან", ნიკოლ კიდმანი - "ბოცვრის სორო", ჯენიფერ ლოურენსი - "ზამთრის ძვალი", ნატალი პორტმანი - "შავი გედი" (ამ ნომინაციაში პორტმანმა 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოვებაზე გაიმარჯვა) და მიშელ უილიამსი - "ცისფერი ვალენტინი".
ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში ემი ადამსი (ფილმისთვის "მებრძოლი"), ელენ ბიონამი-კარტერი (მეფის სიტყვა), მელისა ლეო ("მებრძოლი"), ჰაილი სტეინფელდი ("ნამდვილი საჩუქარი") და ჯეკი ვიევერი("ცხოველთა სამეფო") არიან წარდგენილები.
ხოლო კაცის მეორეხარისხოვანი როლის ჯილდოსთვის კრისტიან ბეილი (ფილმისთვის "მებრძოლი"), ჯონ ჰოუკსი ("ზამთრის ძვალი"), ჯერემი რენე ("ქალაქი"), მარკ რუფალო ("ბავშვები კარგად არიან") და ჯოფრი რაში ("მეფის სიტყვა") იბრძოლებენ.
საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე 5 რეჟისორია წარდგენილი. ნომინანტებს შორისაა ოქროს გლობუსის გამარჯვებული დევიდ ფინჩერი ფილმისთვის "სოციალური ქსელი", ასევე დარენ არონოვსკი - "შავი გედი", დევიდ ო. რასელი - "მებრძოლი", ტომ ჰუპერი - "მეფის სიტყვა" და ჯოელ და ეთან კოენები - "ნამდვილი საჩუქარი".
საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის "ოსკარის" ჯილდოს მოპოვების პრეტენდენტები არიან: მაიკ ლეიფი ფილმ "სხვა წელის" სცენარისთვის, სკოტ სილვერი, პოლ ტამასი და ერიკ ჯონსონი ფილმისთვის "მებრძოლი", კრისტოფერ ნოლანი "დასაწყისისთვის", ლიზა ჩოლოდენკო და სტიუარტ ბლუმბერგი - "ბავშვები კარგად არიან" და დევიდ სეიდლერი - "მეფის სიტყვა".
საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ამერიკის კინოასოციაციამ შემდეგი ნამუშევრები წარადგინა: "როგორ მოვარჯულოთ დრაგონი", "ილუზიონისტი" და "სათამაშოების თავგადასავალი 3".
"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალი 27 თებერვალს გაიმართება.