ჯონ კირბი: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით

ჯონ კირბი: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები, ფაქტობრივად, სიკვდილით სჯიან ჯარისკაცებს, რომლებიც უარს ამბობენ ბრძანების შესრულებაზე. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან ქვედანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან უკან დაიხიონ უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

ჯონ კირბის თქმით, რუსეთის მიერ მობილიზებული ძალები არასაკმარისად გაწვრთნილი და ბრძოლისთვის მოუმზადებელნი არიან.